თავში

მამაკაცმა, მოწევისთვის თავის დანებების მიზნით, თავი გალიაში გამოიკეტა

მამაკაცმა, მოწევისთვის თავის დანებების მიზნით, თავი გალიაში გამოიკეტა
მამაკაცმა, მოწევისთვის თავის დანებების მიზნით, თავი გალიაში გამოიკეტა

თურქმა მამაკაცმა, სიგარეტის მოწევისათვის თავის დანებების მიზნით, თავი სპეციალური გალიაში გამოიკეტა.  ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი LADbible იუწყება.

იბრაჰიმ იუსელმა  მოწევისთვის თავის დანებების ორიგინალურ გზას მიაკვლია. მავნე ჩვევისგან თავის დასაღწევად, თურქმა მამაკაცმა 40 მეტრი სპილენძის მავთულისგან სპეციალური ჩაფხუტი "მოიქსოვა".

მისი განცხადებით, იგი 20 წლის განმავლობაში დღეში ორ კოლოფი სიგარეტს ეწეოდა. მან მოწევისათვის თავის დანებების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მამა ფილტვის კიბოთი გარდაეცვალა.

თუმცა, მავნე ჩვევას ტრადიციული მეთოდებით თავი ვერ დააღწია და რადიკალურ ზომებს მიმართა. "გამომგონებელი" აცხადებს, რომ მან ინსპირაცია მოტოციკლეტის ჩაფხუტისგან აიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system