თავში

მამაკაცმა სახურავზე თოვლში ობობას ქსელი დახატა - VIDEO

​მამაკაცმა სახურავზე თოვლში ობობას ქსელი დახატა
მამაკაცმა სახურავზე თოვლში ობობას ქსელი დახატა - VIDEO

აშშ-ს ქალაქ კლივლენდის სავაჭრო ცენტრ "Cleveland Mall-თან" მდებარე მაღალსართულიანი კორპუსების ბინადრებს მოულოდნელი შედევრი დახვდათ. დაუდგენელმა პირმა ცენტრის სახურავზე თოვლში ობობას ქსელი დახატა. 

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში ფოტოგრაფმა სკოტ ჰოლბრუკმა ვიდეო ატვირთა. მან, შემთხვევით, ნახატის შექმნის პროცესი გადაიღო.

ვიდეოზე ჩანს, როგორ დადის მამაკაცი სახურავზე და "თოვლის შედევრს" საკუთარი ნაფეხურებით ქმნის.

ბოლოს თოვლში მან "Happy Halloween-იც" მიაწერა. 

იდუმალი მხატვრის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system