თავში

მამაკაცმა უარი თქვა ალკოჰოლზე და 25 კილოგრამი დაიკლო

​მამაკაცმა უარი თქვა ალკოჰოლზე და 25 კილოგრამი დაიკლო
მამაკაცმა უარი თქვა ალკოჰოლზე და 25 კილოგრამი დაიკლო

გეტინ ტომასი ბრიტანეთის ქალაქ ბლექვუდიდან ერთ დღესაც მიხვდა, რომ ზედმეტი წონა და კვების არასწორი რეჟიმი ძალიან აწუხებს. 2019 წლის სექტემბერში 25 წლის მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ კარდინალური ცვლილებების დრო დადგა. მან უარი თქვა ალკოჰოლურ სასმელზე და სავარჯიშო დარბაზში ჩაეწერა. ამის შესახებ გამოცემა Metro წერს.

რამდენიმე თვეში მამაკაცმა 25 კილოგრამი დაიკლო და საქველმოქმედო მარათონიშიც კი მიიღო მონაწილეობა. მან ათი კილომეტრი წარმატებით დაძლია და მიხვდა, რომ გაცილებით უფრო თვითდაჯერებული გახდა.

ბრიტანელს იმედი აქვს, რომ ის სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system