თავში

მამაკაცს გენიტალიები 23 საათის შემდეგ წარმატებით მიაკერეს

მამაკაცს გენიტალიები 23 საათის შემდეგ წარმატებით მიაკერეს
მამაკაცს გენიტალიები 23 საათის შემდეგ წარმატებით მიაკერეს

ბრიტანელმა ექიმებმა მამაკაცს გენიტალიები 23 საათის შემდეგ მიკერეს. ამის შესახებ ScienсеАlert იუწყება.

გამოცემის ცნობით, მამაკაცმა გენიტალიები აფექტურ მდგომარეობაში თავად მოიჭრა. სამედიცინო დახმარების სამსახურმა მამაკაცს მხოლოდ 15 საათის შემდეგ მიაგნო, ხოლო ოპერაცია 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ წარმატებით დასრულდა. 

შეიძლება ითქვას, რომ ეს სამედიცინო სფეროში სენსაციაა, ვინაიდან, მსხავსი სახის ოპერაციები დიდ სირთულეს წარმოადგენს. მასში მონაწილეობებ მიკროქირურგები, უროლოგები და პლასტიკური ქირურები. ამასთანავე, დროის დიდი ინტერვალის შემთხვევაში, ორგანოს ფუნქციონირების აღდგენა არ ხდება.

ექიმების განცხადებით, რეაბილიტაციის 6 კვირიანი პერიოდის შემდგომ მამაკაცს გენიტალიების ფუნქციონირება და მგრძნობელობა დაუბრუნდა.

მსგავსი სირთულის ოპერაცია ბოლოს 20 წლის წინ ჩატარდა, როდესაც 4 წლის ბავშვს სასქესო ორგანო 18 საათის დაგვიანებით მიაკერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system