თავში

მამაკაცს, რომელმაც პოლიციას შეაფურთხა და თქვა, რომ COVID-19 აქვს, პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც პოლიციას შეაფურთხა და თქვა, რომ COVID-19 აქვს,
მამაკაცს, რომელმაც პოლიციას შეაფურთხა და თქვა, რომ COVID-19 აქვს, პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის შტატ ორეგონში მამაკაცს პოლიციისთვის შეფურთხებისთვის, 4-ჯერ დაცემინებისთვის, ხველისა და იმის მტკიცებისთვის, რომ COVID-19 აქვს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ New York Post წერს.

პოლიციის განცხადებით, 36 წლის მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან დანაშაული აღიარა. ინციდენტი მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა. მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, რომ ის კორონავირუსით ინფიცირებულია, თუმცა ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა და ის ალკოჰოლზე დამოკიდებულია.

"როდესაც მეუბნებიან, რა გავაკეთე, უმეტესად აღარ მახსოვს ეს ყველაფერი. მე უბრალოდ ვიღვიძებ ციხეში. ძალიან ვცდილობდი ამ დამოკიდებულების დაძლევას. მე ვწუხვარ იმისთვის, რაც დავაშავე", - განაცხადა მსჯავდებულმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system