თავში

მამაკაცს სმარტფონით თამაშის დროს დენმა დაარტყა და ის გარდაიცვალა

​მამაკაცს სმარტფონით თამაშის დროს დენმა დაარტყა და ის გარდაიცვალა
მამაკაცს სმარტფონით თამაშის დროს დენმა დაარტყა და ის გარდაიცვალა

ტაილანდში 28 წლის კიტისავი მუნკიტი ოთახში ჩაიკეტა, რათა სმარტფონზე დაყენებული აპლიკაციით მშვიდად ეთამაშა. მან ტელეფონი დასატენად შეაერთა და თამაშს შეუდგა.

ამ დროს მისი 57 წლის დედამ სახლის დალაგება გადაწყვიტა და ვაჟს რამდენჯერმე დახმარება სთხოვა, თუმცა მამაკაცის მას პასუხს არ სცემდა. გაღიზიანებული დედა ოთახში შევიდა და შვილს უსაყვედურა, რომ მას დალაგებაში დახმარება არ სურდა.

თავიდან მან იფიქრა, რომ კიტისავს უბრალოდ სძინავს. თუმცა მოგვიანებით ეჭვი შეეპარა და შვილს მიუახლოვდა. დედამ ვაჟის ხელზე დამწვრობა შენიშნა და სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახა.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცის სიკვდილი დენის დარტყმამ გამოიწვია, რადგან სმარტფონი დასატენად იყო შეერთებული. ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system