თავში

მამალმა ჩხუბის დროს პოლიციელი მოკლა - PHOTO

​მამალმა ჩხუბის დროს პოლიციელი მოკლა
მამალმა ჩხუბის დროს პოლიციელი მოკლა - PHOTO

ფილიპინებში მამლების აკრძალული ორთაბრძოლების რეიდისას მამალმა პოლიციელი მოკლა. ინფრმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ჩრდილოეთ სამარის პროვინციაში მოხდა. ორთაბრძოლების წესების თანახმად, საჩხუბრად გამზადებულ მამლებს დეზებზე ფოლადის კაუჭს უმაგრებენ. მამალმა პოლიციელს ქრისტინ ბოლოქს ბარძაყი გადაუჭრა, რა დროსაც მთავარი არტერია დაზიანდა და პოლიციელი სისხლისგან დაიცალა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მამალმა ჩხუბის დროს პოლიციელი მოკლა

ფილიპინებში მამლების ორთაბრძოლა აკრძალულია. ის მხოლოდ დიდ დღესასწაულებზეა დაშვებული და მაშინაც, მამლები დახურულ კაბინებში უნდა იყვნენ მოთავსებული.

ადგილობრივი პოლიციაში აცხადებენ, რომ რაღაც დაუჯერებელი რამ მოხდა და მსგავსი შემთხვევა მათ არასოდეს ჰქონიათ და არც გაუგიათ.

მომხდართან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს. კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილზე ძებნაა გამოცხადებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system