თავში

მამამ დაინახა, როგორ ტოვებდა შვილის მკვლელი დანაშაულის ადგილს

მამამ დაინახა, როგორ ტოვებდა შვილის მკვლელი დანაშაულის ადგილს
მამამ დაინახა, როგორ ტოვებდა შვილის მკვლელი დანაშაულის ადგილს

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ უილოსონში , პოლიციამ 25 წლის მამაკაცი დააკავა. ახალგაზრდა 5 წლის ბიჭის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

 ბავშვის მამამ ოსტინ ჰინათმა CNN-ს განუცხადა, რომ ტრაგედიის მომენტში ის სახლში იმყოფებოდა, ბავშვი კი ეზოში თამაშობდა. შვილის დასახმარებლად გარეთ გამოვარდნილმა მამამ გვერდით ეზოში  მეზობელი დარიუს სესომსი დაინახა, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა და შეშფოთებული სახით ტოვებდა იქაურობას. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი, გასისხლიანებული ბავშვი მამამ ხელში აიყვანა.

 ოსტინ ჰინათი ყვება, რომ ის ბრაზითა და სასოწარკვეთილებით იყო სავსე, უნდოდა მკვლელს გამოკიდებოდა და დაეჭირა, მაგრამ მომაკვდავი შვილის მიტოვება არ შეეძლო და უიმედო მდგომარეობაში მყოფი დახმარებას ითხოვდა.

5 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის საავადმყოფოსი გარდაიცავალა. 

პოლიციამ ეჭვმიტანილი მეორე დღეს უილსონიდან 30 კილომეტრში დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system