თავში

მამამ შვილი გაკოჭა, ტანზე თაფლი წაუსვა და მზეზე დააგდო

მამამ შვილი გაკოჭა, ტანზე თაფლი წაუსვა და მზეზე დააგდო
მამამ შვილი გაკოჭა, ტანზე თაფლი წაუსვა და მზეზე დააგდო

ეგვიპტეში მამამ 7 წლის ვაჟი ქურდობის გამო სასტიკად დასაჯა. ამის შესახებ გამოცემა The New York Post წერს.

გამოცემის ცნობით, მამამ ვაჟი ხის ბოძზე მიაბა, ტანზე თაფლი წაუსვა და მზეზე დააგდო.

სამართალდამცავებს ინციდენტის შესახებ ბავშვის დედამ აცნობა. ქალის ცნობით, მამაკაცი მას და მის შვილს ფიზიკურად მუდმივად უსწორდებოდა. ამასთან, იგი ცოლ-შვილს, დასჯის მიზნით, ხშირად აშიმშილებდა და წყლის დალევასაც უკრძალავდა. დედამ მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და საცხოვრებლად შვილთან ერთად სხვა თემში გაიქცა.

მამაკაცისათვის ბრალი ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ.

ფოტო, რომელზეც ხელ-ფეხ შეკრული ბიჭია გამოსახული, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system