თავში

მამის მკვლელობაში ბრალდებული 3 დის საქმე

მამის მკვლელობაში ბრალდებული 3 დის საქმე
მამის მკვლელობაში ბრალდებული 3 დის საქმე

მამის მკვლელობაში ბრალდებული სამი დის საქმის გამოძიება დასრულდა. ria.ru-ს ინფორმაციით საქმე ორ ნაწილად დაიყო. უმცროსი და, მარია შეურაცხადათ ცნეს მკვლელობის ჩადენის მომენტში და მას ძალდატანებით მკურნალობა დაენიშნა. მოსკოვის პროკურატურას ცალკე წარმოებაში გადაეცა უფროსი დების, კრესტინა და ანგელინა ხაჩატურიანების საქმე. მათ გამოძიება  ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი მკვლელობის მუხლით ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 57 წლის მიხეილ ხაჩატურიანი საკუთარმა შვილებმა  2018 წელს მათსავე ბინაში მოკლეს. მკვლელობის ჩადენისას ისინი 17, 18 და 19 წლისები იყვნენ. დებმა თვითონ გამოუძახეს პოლიციას. გოგონებმა  სამართალდამცველებს უთხრეს, რომ მამა მრავალი წლის განმავლობაში სცემდა და სექსუალურად ძალადობდა მათზე, რაც მკვლელობის მოტივი გახდა. 

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აყენებდა მამა შვილებს, ბრალდებულებს შემამსუბუქებელ გარემოებად ეთვლებათ.

დების ადვოკატი საქმის შეწყვეტას მოითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system