თავში

მამონტები ამერიკაში შედარებით ცოტა ხნის წინ ცხოვრობდნენ - მკვლევარები

მამონტები ამერიკაში შედარებით ცოტა ხნის წინ ცხოვრობდნენ - მკვლევარები
მამონტები ამერიკაში შედარებით ცოტა ხნის წინ ცხოვრობდნენ - მკვლევარები

მკვლევარებმა ნიადაგიან მამონტებისა და უძველესი ველური ჩრდილოამერიკული ცხენების დნმ-ის გამოყოფა შეძლეს. ამის შესახებ სტატია ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა.

მკვლევარებმა კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ჰედრიკ პოინარის ხელმძღვანელობით დნმ-ის ამოღებისა და გამდიდრების ტექნოლოგია გამოიყენეს, რომლის დახმარებით სხვადასხვა სახეობის გენომების იზოლაციაა საჭირო. ამის შედეგად რომელიმე ეპოქის ცვალებადი ფლორისა და ფაუნის აღდგენა სრულიად შესაძლებელი ხდება.

ამ შემთხვევაში მეცნიერები 11-14 ათასი წლის წინ პლეისტოცენსა და ჰოლოცენს შორის გარდამავალი პერიოდით დაინტერესდნენ, რომელიც კლიმატური ცვლილებებით ხასიათდებოდა.

ნიმუში დასავლეთ კანადაში, კლონდაიკის რეგიონში აიღეს. ანალიზმა აჩვენა, რომ მამონტებისა და ჩრდილოამერიკული ცხენების რაოდენობა კლიმატის ცვლილებამდეც მცირდებოდა, მაგრამ ისინი ადამიანების მიერ გადაჭარბებული ნადირობის დაწყებისთანავე არ გადაშენებულან, როგორც ეს ადრე ეგონათ. სინამდვილეში, ორივე ეს სახეობა დაახლოებით 5 ათასი წლის წინ, ანუ ჰოლოცენის შუა ხანებამდე არსებობდა.

მანამდე დადასტურებულად ითვლებოდა, რომ მამონტები ჩრდილოეთ ამერიკაში მინიმუმ 9700 წლის წინ ცხოვრობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system