თავში

მანქანის ქურდი ავტომობილში ნაპოვნი ბავშვის დასაბრუნებლად უკან დაბრუნდა

​მანქანის ქურდი ავტომობილში ნაპოვნი
მანქანის ქურდი ავტომობილში ნაპოვნი ბავშვის დასაბრუნებლად უკან დაბრუნდა

აშშ-ში უცნაური ინციდენტი მოხდა. მანქანის გამტაცებელი უკან დაბრუნდა, რომ ავტომობილში უმეთვალყურეოდ მიტოვებული ბავშვი მშობლისთვის დაებრუნებინა და დედისთვის, უყურადღებობის გამო ჭკუა ესწავლებინა.

შემთხვევა ორეგონში მოხდა. დედა მანქანიდან საყიდლებზე რამდენიმე წუთით გადავიდა და ხედვის არეალში მყოფ მანქანაში 4 წლის ბავშვი დატოვა. მანქანის ძრავა ჩართული იყო და კარებებიც არ იყო ჩაკეტილი. უყურადღებოდ დატოვებულ ავტომობილში უცნობი პირი ჩაჯდა და გაიტაცა, თუმცა, ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ მანქანის უკანა სავარძელზე 4 წლის მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა. მამაკაცმა მანქანა უკან მოაბრუნა, შემთხვევის ადგილას დაბრუნდა, დედას ბავშვის მარტო დატოვებისა და უპასუხისმგებლობისთვის სასტიკი საყვედური უთხრა და პოლიციის გამოძახებითაც დაემუქრა, შემდეგ ბავშვი დედას დაუბრუნა, მანქანა წაიყვანა და წავიდა.

ბავშვის დედის განცხადებით ის მანქანას ხედავდა, ტრანსპორტიდან სულ 5 წუთით გადავიდა და ბავშვი თან იმიტომ არ წაიყვანა. ქალის თქმით, ის ქურდის მადლიერი იყო, რომ მან ბავშვი უვნებლად დააბრუნა. ეს შემთხვევა კი მისთვის კარგი გაკვეთილი იყო მეტი პასუხისმგებლობის გამოსაჩენად.

გატაცებული მანქანა შემთხვევიდან რამდენიმე საათში  იპოვეს. პოლიცია გამტაცებელს ეძებს. ბავშვის დედის აღწერილობით ის 20-დან 30 წლამდე მამაკაცი იყო, რომელსაც სახეზე ფერადი პირბადე ეკეთა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system