თავში

მარადონას პირადი ექიმი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მარადონას პირადი ექიმი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
მარადონას პირადი ექიმი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება.

მარადონას მკურნალ ექიმს ბრალად მისი პაციენტის უყურადღებოდ დატოვება და დაუხმარებლობა ედებოდა ბრალად. თავად ლუკე ამტკიცებს, რომ იგი მარადონას ტრაგედიის დღეს სამჯერ ესტუმრა.

ამასთან, ლუკესთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. არგენტინის პროკურატურამ სასამართლოს აცნობა, რომ გამოძიება საწყის ეტაპზეა. პროკურორები განაგრძობენ მტკიცებულებების შეგროვებას.

არგენტინის პროკურატურამ ფეხბურთელი დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე მის პირად ექიმს ბრალი 29 ნოემბერს წაუყენა.

მსოფლიო სპორტის ლეგენდა, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system