თავში

მარგარეტ ვესტაგერი ევროკომისრის პოსტზე დარჩება

მარგარეტ ვესტაგერი ევროკომისრის პოსტზე დარჩება
მარგარეტ ვესტაგერი ევროკომისრის პოსტზე დარჩება

მარგარეტ ვესტაგერი კონკურენციის საკითხებში ევროკავშირის კომისრის პოსტზე კიდევ ერთხელ დასახელდა. ამ პოსტს ის კიდევ ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს.

ევროკომისრის თქმით, მომავალში მას ბევრი გამოწვევა ელოდება, რომელთა შორის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემები, მონაცემთა მოხმარება და კონკურენციის წესების პოტენციური რეფორმაა.

მარგარეტ ვესტაგერი ევროკომისიის მომავალი ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდში იქნება, რომელიც ევროპულმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ექსპერტების აზრით, ეს გადაწყვეტილება თეთრი სახლის უკმაყოფილებას გამოიწვევს. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვესტაგერს საგადასახადო ლედის უწოდებს (tax lady) და აცხადებს, რომ მას აშშ ეზიზღება.

აშშ-ს პრეზიდენტმა მარგარეტ ვესტაგერს ეს მეტსახელი მას შემდეგ უწოდა, რაც ევროკომისიამ კომპანიებს Google და Apple რეკორდული ჯარიმა დააკისრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system