თავში

მარია კოლესნიკოვა წინასწარი დაკავების იზოლატორშია

​მარია კოლესნიკოვა წინასწარი დაკავების იზოლატორშია
მარია კოლესნიკოვა წინასწარი დაკავების იზოლატორშია

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი მარია კოლესნიკოვა დაკავებულია და მინსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ TUT.BY ავრცელებს.

"დამირეკა საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა და მაცნობა, რომ ის დაკავებულია. შემომთავაზა ამანათის შეგზავნა", - განაცხადა ოპოზიციონერის მამამ, ალექსანდრე კოლესნიკოვმა.

ამჟამად ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის 6 წევრი ან დაკავებულია, ან იძულებით გადაყვანილია საზღვარგარეთ. დაკავებული არაა მხოლოდ ნობელის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიღბიანმა პირებმა კიდევ ერთი ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი მაქსიმ ზნაკი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system