თავში

მარიხუანა აშშ-ის კიდევ ერთ შტატშია ლეგალიზებული

მარიხუანა აშშ-ის კიდევ ერთ შტატშია ლეგალიზებული
მარიხუანა აშშ-ის კიდევ ერთ შტატშია ლეგალიზებული

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში მარიხუანას რეკრეაციული მიზნით მოხმარება ლეგალიზებულია, თუმცა, კანონმდებლობა ძალაში 2024 წლიდან შევა. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ინიციატივას 48 ხმით დაუჭირა მხარი, 43 კანონმდებელი კი წინააღმდეგი იყო. ხოლო ვირჯინიის სენატში კანონპროექტი მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით - 20-19 გავიდა. 

ახლა დოკუმენტი ხელმოსაწერად დემოკრატ გუბერნატორს რალფ ნორტჰემს გადაეცემა, რომელიც მას ოფიციალურად დაამტკიცებს. 

ახალი რეგულაციის თანახმად, მარიხუანას ლეგალური შეძენა და მოხმარება 2024 წლის იანვრიდან იქნება შესაძლებელი. მიმდინარე წლის ივლისიდან სახელმწიფო ხელისუფლება უკვე დაიწყებს სპეციალური დეპარტამენტის შექმნას, რომელიც მარიხუანას მიმოქცევის რეგულირებას შეეხება.

აშშ-ის 30-ზე მეტ შტატში მარიხუანას სამედიცინო მიზნებით გაყიდვა ლეგალურია. ხოლო 15 შტატში კანაფის რეკრეაციული მიზნით მოხმარება სრულად არის ლეგალიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system