თავში

მარინ ლე პენი პრეზიდენტად იყრის კენჭს

​მარინ ლე პენი პრეზიდენტად იყრის კენჭს
მარინ ლე პენი პრეზიდენტად იყრის კენჭს

საფრანგეთის "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი ადასტურებს, რომ 2022 წელს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"2022 წელს ისევ საპრეზიდენტო კანდიდატი ვიქნები", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საფრანგეთის ამომრჩეველთა 67% თვლის, რომ მარინ ლე პენს და მოქმედ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს კვლავ შეუძლიათ ბრძოლა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მაგრამ გამოკითხულთა 70% ასეთი დაპირისპირება არ სურს. თუ ისინი მეორე ტურში აღმოჩნდებიან, ფრანგების 37% ფიქრობს, რომ მაკრონი გაიმარჯვებს, ხოლო 25% მიიჩნევს, რომ ლე პენი გაიმარჯვებს. 38%-ს კი პასუხის გაცემა უჭირს.

ამასთან, 2019 წელს საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system