თავში

მარკ ენტონის იახტა დაიწვა და მაიამის სანაპიროზე ჩაიძირა

მარკ ენტონის იახტა
მარკ ენტონის იახტა დაიწვა და მაიამის სანაპიროზე ჩაიძირა

ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმრის, ამერიკელი მომღერალისა და პროდიუსერის მარკ ენტონის ძვირადღირებულ იახტას, მაიამის სანაპიროზე ხანძარი გაუჩნდა და ის ჩაიძირა. რა გახდა 7 მილიონიანი იახტის დაწვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 36.5 მეტრის სიგრძის მქონე გემზე ცეცხლის ჩაქრობას 45 მეხანძრე ცდილობდა. კვამლი კი იმდენად დიდი იყო, რომ ქალაქის ცენტრიდანაც ჩანდა. იახტის ვერც ერთი ნაწილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. იგი მთლიანად დაიწვა, შემდეგ გადატრიალდა და ჩაიძირა. საბედნიეროდ, ალი მეზობელ გემებზე არ გავრცელებულა. ხანძრის დროს, იახტაზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა, მაგრამ თავის დაღწევა ორივემ დროულად მოახერხა. 

თავად მომღერალს ამ ინციდენტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. მისმა წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ის საზღვარგარეთ იმყოფება. 

ცნობილია, რომ ენტონი ამ იახტის გაყიდვას, დიდი ხნის მანძილზე, წარუმატებლად ცდილობდა. 

ჯენიფერ ლოპესისა და მარკ ანტონის ქორწინება 7 წელი გრძელდებოდა და მათ ტყუპი და-ძმა, მაქსიმილიანი და ემა ჰყავთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system