თავში

მარკ ესპერი: პენტაგონი ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს სერიოზულად მიუდგება

მარკ ესპერი: პენტაგონი ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს სერიოზულად მიუდგებ
მარკ ესპერი: პენტაგონი ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს სერიოზულად მიუდგება

პენტაგონი ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს სერიოზულად მიუდგება, მიუხედავად იმისა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომელთა თანახმად, ავღანეთში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის სანაცვლოდ რუსეთი „თალიბების“ ანაზღაურებას სთავაზობს. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებაში.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ის და თავდაცვის სამინისტროს მეთაურობა დარწმუნებულნი არიან, რომ ავღანეთში ამერიკული ძალებს აქვს საუკეთესო სადაზვერვო საშუალებები, იარაღი, აღჭურვილობა, თავდაცვის საშუალება, ტაქტიკა, რათა ნებისმიერ საფრთხისთვის წინააღმდეგობა გაწიონ და მისიის უსაფრთხოება და წარმატება უზრუნველყონ. 

New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო დანაყოფმა „თალიბანთან“ დაკავშირებულ სამხედროებს ავღანეთში კოალიციური ძალების, მათ შორის, ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების მკვლელობისთვის საიდუმლოდ ჯილდო შესთავაზა. შეკვეთა დასავლეთში დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.

New York Time-ში გამოქვეყნებულ სტატიას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, სტატია, რომელიც რუსეთს ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ "თალიბანთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„თალიბები“ უარყოფენ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან, ჯილდოს სანაცვლოდ, კოალიციური ჯარების სამხედროების მკვლელობის შეკვეთის თაობაზე.

ინფორმაცია უარყო რუსულმა მხარემაც. აშშ-ში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, ამერიკულ მედიაში გავრცელებულ გაქტებს, „დაუსაბუთებელი ბრალდება“ და „პრიმიტიული ინფორმაცია“ უწოდეს.

ავღანეთში 18 წლიანი ომის განმავლობაში დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვმა 2400-ს გადააჭარბა. გასული წელი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მძიმე იყო. ოპერაციების დროს ქვეყანაში 23 ჯარისკაცი დაიღუპა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system