თავში

მარკ ცუკერბერგი კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს

​მარკ ცუკერბერგი კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს
მარკ ცუკერბერგი კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს

კომპანია "Facebook-ის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მორიგ პოსტს ავრცელებს.

"დატვირთული დღე იყო, მაგრამ მინდა მივულოცო Biohub-ის მეცნიერებს ყველა ის პროგრესი, რასაც თქვენ მიაღწიეთ მას შემდეგ რაც ჩვენ ხუთი წლის წინ დავიწყეთ. უჯრედების ფუნქციების რუკების შედგენიდან, ახალი ტექნოლოგიების შემუშავებით დამთავრებული, ცილოვანი ურთიერთქმედების გამოსახვისათვის, Covid–ის დიაგნოსტიკური ინსტრუმენტების შესაქმნამდე და ა.შ., არის ბევრი სხვა მიღწევა, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ, რადგან ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მეცნიერებს ამ საუკუნის ბოლოსთვის ყველა დაავადების განკურნებაში, პრევენციაში ან მართვაში დავეხმაროთ", - წერს ცუკერბერგი.

ცნობისთვის, "Facebook-ის" შემქმნელი მარკ ცუკერბერგი 2100 წლამდე ყველანაირი დაავადების „დამარცხებას“ აპირებს. ამ მიზნით ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ ახალი საკვლევი ცენტრის „ბიოჰაბის“ შექმნა დააფინანსეს, რომელიც ინჟინრებს, კომპიუტერის მეცნიერებს, ბიოლოგებს, ქიმიკოსებს და სხვა სპეციალიესტებს აერთიანებს. მომდევნო 10 წლის განმავლობაში წყვილი სამედიცინო კვლევებისთვის 3 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system