თავში

მარმარილოს ზღვას გაქრობა ემუქრება

​მარმარილოს ზღვას გაქრობა ემუქრება
მარმარილოს ზღვას გაქრობა ემუქრება

მარმარილოს ზღვის დაბინძურება და დათბობა გლობალური დათბობის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. თუ ასე , ჩვენ, შესაძლოა, ის დავკარგოთ, - ამის შესახებ ნათქვამია პრეზენტაციაში "კლიმატის კრიზისი და ზღვები", რომელიც თურქმა ჰიდრობიოლოგმა, მეჰმეთ ლევენთ ართუზმა წარმოადგინა. ინფორმაციას Hurriyet Daily News ავრცელებს.

”როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კლიმატის კრიზისზე, ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ გვალვაზე მიწებზე. მაგრამ ტემპერატურა ზღვებშიც იზრდება... მარმარილოს ზღვის დაბინძურება და დათბობა გლობალური დათბობის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება”, - ამბობს მეჰმეთ ლევენთ ართუზა.

ის მარმარილოს ზღვის დათბობის პროცესს შავ ყუთში ჭიქა წყალს ადარებს.

”თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ, შესაძლოა, მარმარილოს ზღვა დავკარგოთ”,- განაცხადა მეცნიერმა.

მისი თქმით, დათბობის გამო, ზღვის წყლის ზედა ფენებში მარმარილოს ზღვისთვის დამახასიათებელი თევზის არც ერთი სახეობა აღარ ცხოვრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system