თავში

მაროკოს შსს აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" უჯრედი გაანეიტრალეს

​მაროკოს შსს აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" უჯრედი გაანეიტრალეს
მაროკოს შსს აცხადებს, რომ ისლამური სახელმწიფოს უჯრედი გაანეიტრალეს

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სპეცოპერაციის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" უჯრედი გაანეიტრალეს და მისი წევრები დააპატიმრეს. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი Asharq Al-Awsat ავრცელებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უჯრედში 6 ადამიანი შედიოდა, რომელთა ასაკი 18-დან 59 წლამდე იყო. ისინი სხვადასხვა ქალაქებში მოქმედებდნენ.

მაროკოს შსს-ს ინფორმაციით, ისინი "ისლამური სახელმწიფოსგან" ფინანსდებოდნენ და ქვეყანაში ტერაქტებს გეგმავდნენ. გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავები ამჟამად მათ შესაძლო თანამზრახველებს ეძებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system