თავში

მაროკოში კორონავირუსის გამო 5 654 პატიმარი შეიწყალეს

მაროკოში კორონავირუსის გამო 5 654 პატიმარი შეიწყალეს
მაროკოში კორონავირუსის გამო 5 654 პატიმარი შეიწყალეს

მაროკოს მეფემ, მუჰამედ VI ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 5 654 პატიმარი შეიწყალა. სამეფო სასახლის განცხადების თანახმად, პატიმრები, რომლებსაც ამნისტია მიენიჭათ, შეირჩნენ ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პატიმრობაში გატარებული პერიოდისა და ყოფაქცევის საფუძველზე.

მაროკოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსული ინფექციის 919 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 66 ადამიანი, ხოლო 59 - გარდაიცვალა. მაროკოს მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, კოროვირუსის გამო, ქვეყანაში 20 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აიკრძალა მასობრივი შეხვედრები, ასევე, საგანგებო სიტუაციის დროს დაიხურა სავაჭრო ცენტრები და სხვა დაწესებულებები. 15 მარტს სამეფომ სრულად შეაჩერა საჰაერო მიმოსვლა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system