თავში

მაროკოში ჟურნალისტ ქალს აბორტის გამო პატიმრობა მიუსაჯეს

მაროკოში ჟურნალისტ ქალს აბორტის გამო პატიმრობა მიუსაჯეს
მაროკოში ჟურნალისტ ქალს აბორტის გამო პატიმრობა მიუსაჯეს

მაროკოელ ჟურნალისტ ქალს ჰაჯარ რაისუნის, ქორწინებამდე სექსისა და აბორტის გამო, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თავად ჟურნალისტი აბორტის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ის კლინიკაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მაროკოში აბორტი ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ერთი წლით დააპატიმრეს ჟურნალისტის საქმროც. ექიმს კი ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სინამდვილეში კრიტიკული სიტყვის ჩახშობის მცდელობაა.

28 წლის ჰაჯარ რაისუნი დამოუკიდებელი გაზეთის ჟურნალისტია, რომელიც ხელისუფლებას საკმაოდ ხშირად აკრიტიკებს.

ჟურნალისტი პროცესს „პოლიტიკურ საქმედ“ აფასებს. რაისუნის თქმით, სასამართლოზე მას ოჯახისა და მისი პროფესიული საქმიანობის შესახებ უსვამდნენ კითხვებს.

Human Rights Watch-ის ადგილობრივმა დირექტორმა ჟურნალისტის დაპატიმრება მაროკოს თავისუფლების „შავ დღედ“ შეაფასა. აჰმედ ბენჩიმესის თქმით, ეს უკიდურესი უსამართლობა, ადამიანის უფლებათა და პირადი თავისუფლების უხეში დარღვევაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system