
პოლიციამ მარსელის ცენტრში არალეგალური კარნავალის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიოსადგური RCF ავრცელებს.
რადიოსადგური France bleu კი იტყობინება, რომ 7 ადამიანი დაკავებულია.
ჯამში კარნავალში მონაწილეობა 6,5 ათასამდე ადამიანმა მიიღო.
მედიის ინფორმაციით, მონაწილეებს პირბადეები არ ეკეთათ და არც სოციალური დისტანცია იყო დაცული.
ღონისძიება ადგილობრივმა დეპუტატებმა და Twitter-ის მომხმარებლებმა დაგმეს. მათი თქმით, კარნავალის მონაწილეები არ სცემენ პატივს ექიმების შრომას, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან.