თავში

მარსის ზედაპირის ახალი ფოტოები გამოქვეყნდა - PHOTO

​მარსის ზედაპირის ახალი ფოტოები გამოქვეყნდა
მარსის ზედაპირის ახალი ფოტოები გამოქვეყნდა - PHOTO

ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ მარსის ზედაპირის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. სამი ახალი ფოტო მაღალი გაფართოებისაა. 

კადრები წითელი პლანეტის კვლევის ზონდმა "ტიანვენ 1-მა" დააფიქსირა.

ზონდი "ტიანვენ 1" გასული წლის მაისში გაუშვეს. მისი მისია მარსის ორბიტაზე გასვლა, მის გარშემო ტრიალი, პლანეტის ზედაპირზე დაშვება და გადაადგილებაა. ზონდის მარსის ზედაპირზე დაშვება 2021 წლის მაის-ივნისში იგეგმება.

ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში მეცნიერებს მარსის ატმოსფეროს, რელიეფის, გეოლოგიური მახასიათებლებისა და პლანეტის მაგნიტური ველის შესახებ უფრო მეტის გაგება შეეძლებათ. შესაძლებელი გახდება მარსის ევოლუციის შესწავლა და პასუხის გაცემა კითხვაზე: იქნება თუ არა შესაძლებელი ადამიანებისთვის მომავალში მარსზე ცხოვრება?

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system