თავში

მარსზე 11 მილიონი ადამიანის სახელი გაიგზავნა

მარსზე 11 მილიონი ადამიანის სახელი გაიგზავნა
მარსზე 11 მილიონი ადამიანის სახელი გაიგზავნა

NASA-ს მიერ მარსზე გაგზავნილ ყველგანმავალის საშუალებით წითელი პლანეტის ზედაპირზე 11 მილიონი ადამიანის სახელმა დაიდო ბინა. 

იქამდე, სანამ კოსმოსური სააგენტო მარსზე ყველგანმავალს გაუშვებდა, NASA-მ კამპანია "გაგზავნე შენი სახელი მარსზე" ჩაატარა, რომლის დროსაც ისინი აგროვებდნენ მოხალისეების სახელებს. 

ეს სახელები ახლა 3 ფრჩხილის ოდენა მიკროჩიპზეა დატანილი და უკვე მარსის ზედაპირზე ინახება. სახელები NASA-ს ინჟინრებმა ელექტრონული სხივით ამოტვიფრეს, რომელიც ძალიან მცირე ასოებით დაბეჭდვის საშუალებას იძლევა.

სახელებთან ერთად, მარსზე 155 ფინალისტის ესეც გაგზავნეს, რომლებიც მონაწილეობდნენ კონკურსში "მიეცი სახელი ყველგანმავალს". ესეებს შორის იყო გამარჯვებული Perseverance და Ingenuity. ეს ბოლო სახელი ექპერიმენტულ ვერტმფრენს დაარქვეს, რომელიც Perseverance-ის ყველგანმავალს მარსზე თან ახლავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system