თავში

მარსზე ახალი ვულკანის კვალი აღმოაჩინეს

​მარსზე ახალი ვულკანის კვალი აღმოაჩინეს
მარსზე ახალი ვულკანის კვალი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა მარსზე, ელიზიუმი ველზე ბოლოდროინდელი ვულკანური აქტივობა აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით ეს პლანეტის ქანებში თხევადი მაგმის ნაკადების არსებობაზე მიუთითებს.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, სავარაუდოდ ყველაზე ახალგაზრდა ვულკანური მთები მარსზე. ეს აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ მარსის ქანები ბოლო ხუთი ათეული ათასი წლის განმავლობაში აქტიურია. თუ მარსის მთელ გეოლოგიურ ისტორიას ერთ დღეში მოვაქცევთ, მაშინ ეს ამოფრქვევა ამ დღის სულ ბოლო წამს მოხდა",- განაცხადა აშშ-ის ტუსონის პლანეტოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარმა დევიდ ჰორვატმა.

აქამდე პლანეტარული მეცნიერების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ მარსის ქანებში გეოლოგიური და ტექტონიკური პროცესები მთლიანად შეჩერებული იყო. თუმცა, ეს მოსაზრება კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ, რაც InSight-ის დასაფრენი პლატფორმის სეისმომეტრმა მარსის ქანებში ერთდროულად რამდენიმე ძლიერი რყევა დააფიქსირა. Mars Express-ის ზონდმა კი ამოფრქვევების კვალი აღმოაჩინა, რომელის ასაკი რამდენიმე მილიონ წელს არ აღემატება.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ თხევადი მაგმის ნაკადები მარსის ქანების სიღრმეებში დღესაც არსებობს. არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system