თავში

მარსზე სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მიაგნეს? - PHOTO

​მარსზე სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მიაგნეს?
მარსზე სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მიაგნეს? - PHOTO

მარსის სამხრეთით, ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ, შესაძლოა, მარილიანი ტბები არსებობდეს. ამ დასკვნამდე მეცნიერები ჯერ კიდევ 2 წლის წინ მივიდნენ. წელს სპეციალისტებმა ამ თეორიის დამადასტურებელი კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება მოიპოვეს, რაც მარსზე სიცოცხლის არსებობის შესახებ თეორიას კიდევ უფრო ამყარებს.

იტალიელმა მეცნიერებმა წითელი პლანეტის ზედაპირის შესასწავლად გაუმჯობესებული რადარი გამოიყენეს. რომელმაც მარსის ზედაპირის დიდი ფართობი მოიცვა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზეც მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მანამდე აღმოჩენილ ტბა ნამდვილად სითხითაა დაფარული და წყალი ამ დროის განმავლობაში არ გაყინულა. მეცნიერებმა ტბის ფართობის გამოთვლაც შეძლეს. სითხე საშუალოდ 30X20-ზე კმ-ის ფართობზეა გადაჭიმული.

უკანასკნელი დაკვირვებისას მეცნიერებმა მარსის ზედაპირზე წყლით დაფარულ კიდევ რამდენიმე არეალს მიაგნეს, რომლებიც ერთმანეთისგან ხმელეთის მონაკვეთებით არის გამოყოფილი. პატარა ტბები დიდი ტბის მახლობლად მდებარეობს.

ეს აღმოჩენა განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია, რადგან მეცნიერებს მარსის კლიმატისა და ქიმიური შემადგენლობის შესახებ მეტ ინფორმაციას აძლევს.

მეცნიერების თქმით, ის ფაქტი, რომ დიდი ტბები და მათ გარშემო არსებულ პატარა ტბები სითხით არის დაფარული, იმაზე მიუთითებს, რომ წყალი ძალიან მარილიანია. სხვა შემთხვევაში, დაბალი ტემპერატურის პირობებში გაიყინებოდა.

გასულ წელს ჩატარებული კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ დღეს ყინულის ფენით დაფარული ცივი მარსი, 3-4 მილიარდი წლის წინ, შესაძლოა, თბილი პლანეტა ყოფილიყო, სადაც სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები იქნებოდა. ტემპერატურის ვარდნის შემდეგ წყლები გაიყინა. ბოლო კვლევები მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ სიცოცხლის არსებობა მარსზე დღესაც შესაძლებელია. თუ ამ მარილიან წყლებში ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობს, მათ რთულ კლიმატურ პირობებში სიცოცხლის შენარჩუნების უნარი ექნებათ.

მარსის დასკვნითი კვლევის მისია მისი მარილიანი ტბებით დაფარული პოლარული რაიონის შესწავლაზე იქნება მიმართული, რაც მეცნიერებს წითელი პლანეტის შესახებ დამატებით ასტრობიოლოგიურ ინფორმაციას მისცემს.     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system