თავში

მარტინ სკორსეზე New York Dolls-ის ვოკალისტზე ფილმს გადაიღებს

​მარტინ სკორსეზე New York Dolls-ის ვოკალისტზე ფილმს გადაიღებს
მარტინ სკორსეზე New York Dolls-ის ვოკალისტზე ფილმს გადაიღებს

რეჟისორი მარტინ სკორსეზე ამერიკული პანკ-როკ-ჯგუფის, New York Dolls-ის სოლისტის, დევიდ იოჰანსენის შესახებ დოკუმენტურ ფოლმზე მუშაობს. ფილმი სტუდია Showtime Documentary Films-ის პროდუქტი იქნება.

გამოცემა Rolling Stone-ის ინფორმაციით, დოკუმენტურ ფილმში იოჰანსენის ბავშვობა იქნება ნაჩვენები, რომელიც მან სტეიტენ-აილენდზე გაატარა. მაყურებელი იხილავს, როგორ გადავიდა ის საცხოვრებლად ნიუ-იორკის ისთ-ვილიჯში 1960 წლების ბოლოს და როგორ ვითარდებოდა მოვლენები New York Dolls-ის გარშემო.

"მე დევიდ იოჰანსენს ბევრი ათეული წელი ვიცნობ. მისი მუსიკა ჩემთვის ქვაკუთხედად მას შემდეგ იქცა, რაც მე Dolls-ების მოსმენა დავიწყე, როდესაც "ბოროტ ქუჩებს" ვქმნიდი. მაშინაც და ახლაც დევიდის მუსიკა ნიუ-იორკის ენერგიას და ემოციებს ასახავს", - ამბობს სკორსეზე.

ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system