თავში

მარტოხელა მამაკაცი მომავალი მეუღლის გაცნობაში 25 ათას დოლარს იხდის

​მარტოხელა მამაკაცი მომავალი მეუღლის გაცნობაში 25 ათას დოლარს იხდის
მარტოხელა მამაკაცი მომავალი მეუღლის გაცნობაში 25 ათას დოლარს იხდის

ამერიკელი ჯეფ გებჰარტი, რომელიც კანზასში ცხოვრობს, აცხადებს, რომ 25 ათას დოლარს გადაუხდის მას, ვინც იდეალური ცოლის პოვნაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ KCTV ავრცელებს.

მამაკაცი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი. კანდიდატების შერჩევაში მას სპეციალური კითხვარი დაეხმარება, რომელიც გებჰარტისთვის ფსიქოლოგებმა შეადგინეს.

47 წლის ჯეფი ამბობს, რომ ძირითადი მოთხოვნა შემდეგია - ქალს ძაღლები უნდა უყვარდეს. მამაკაცის თქმით, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გებჰარტის თქმით, მისი შემოთავაზება ხუმრობა სულაც არ არის. უბრალოდ ის ინტერნეტში გაცნობებითა და უაზრო პაემნებით დაიღალა. ამიტომაც, ახლა ამ მეთოდის ცდა სურს.

"წარმოიდგინეთ, თუკი თქვენ ბედნიერი ოჯახი გექნებათ, დაიშურებდით თუ არა ფულს სწორი ადამიანის გასაცნობად?", - ამბობს გებჰარტი.

მამაკაცი იმედოვნებს, რომ ამჯერად მას გაუმართლებს და ძიების პროცესი წარმატებით დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system