თავში

მარტოხელა სპილო ისლამაბადის ზოოპარკიდან კამბოჯაში გადაიყვანეს - VIDEO

მარტოხელა სპილო ისლამაბადის ზოოპარკიდან კამბოჯაში გადაიყვანეს - VIDEO
მარტოხელა სპილო ისლამაბადის ზოოპარკიდან კამბოჯაში გადაიყვანეს - VIDEO

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის ზოოპარკში მცხოვრები მარტოხელა სპილო კაავანი, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის შერის წყალობით, ისლამაბადიდან კამბოჯის თავშესაფარში გაემგზავრა. ამის შესახებ Euronews წერს.

წლების განმავლობაში კაავანი ისლამაბადის ზოოპარკში ცუდ პირობებში და ბოლო 8 წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა. ახლა ის ახალ ზოოპარკში სხვა სპილოებთან ერთად იცხოვრებს. საქველმოქმედო ორგანიზაციის Four Paws-ის ვეტერინართა ჯგუფი სპილოსთან თვეების განმავლობაში მუშაობდა, რათა ის ხანგრძლივი მოგზაურობისთვის მოემზადებინა.

"კაავანმა განიცადა ფიზიკური ზიანი, მარტო ყოფნამ, მას ფსიქიკური პრობლემები შეუქმნა. ჩვენ შეგვიძლია, შევადაროთ ის პანდემიის დროს იზოლირებულ ხალხს, რადგან სპილოები ძალიან სოციალურები არიან. მან ბოლო პერიოდში ძალადობაც კი დაიწყო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იგი სწრაფად შეეგუება ახალ მეგობრებს, თუმცა ვიცით, რომ ახალ პირობებთან შეგუებას თვეები დასჭირდება", - განაცხადეს ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი შერი პაკისტანში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა, რათა მარტოხელა სპილო მოენახულებინა და გადაერჩინა. ცნობილია,რომ მომღერალი სპილოს გადარჩენის კამპანიაში კარგა ხანია ჩართულია, რამაც ცხოველთა დაცვის საზოგადოებას მისი კამბოჯის თავშესაფარში გადაყვანის საშუალება მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system