თავში

მარცხს განვიცდით - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

მარცხს განვიცდით - ჯანმო-ს ხელმძღვანელი
მარცხს განვიცდით - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ კაცობრიობა ვერ უზრუნველყოფს კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას. ამის შესახებ გებრეისუსმა გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის საკითხს ეძღვნებოდა.

"ვაქცინების საკითხში თანასწორობა ჩვენი დროის გამოწვევაა. და ჩვენ მარცხს განვიცდით. ვაქცინის დოზების 82%-ზე მეტი მდიდარ ქვეყნებს გადაეცათ, როდესაც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მხოლოდ 0.2% მიიღეს. მდიდარ ქვეყნებში ვაქცინაცია ყოველი 4 ადამიანიდან ერთს ჩაუტარდა, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში - 500-დან 1-ს", განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ რიგ ქვეყნებს ვაქცინის მეორე ნაწილი დროულად არ მიუღიათ, რაც საფრთხეს უქმნის მათი ვაქცინაციის გეგმას. 

COVAX-ის პროგრამის საშუალებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზის გადანაწილებაა დაგეგმილი, თუმცა ამ დროისათვის ქვეყნებს ჯერ მხოლოდ 40 მილიონი დოზა მიეწოდათ. 

ცნობისთვის, მანამდე ჯანმო-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system