თავში

ჯო ბაიდენი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება

ჯო ბაიდენი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება
ჯო ბაიდენი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. 

„ველოდები აშშ-ის პრეზიდენტს ამ კვირაში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე. მოვიწვიე ჯო ბაიდენი, რომ შემოგვიერთდეს შეხვედრაზე და გაგვიზიაროს მისი შეხედულება აშშ-ისა და ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობაზე. დროა, აღდგეს ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი“, – წერს შარლ მიშელი ,,ტვიტერის" გვერდზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს სხდომა 25 მარტს გაიმართება. შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად რუსეთთან ურთიერთობებს განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system