თავში

მასშტაბური აფეთქება ბეირუთში - VIDEO - PHOTO

მასშტაბური აფეთქება ბეირუთში - VIDEO - PHOTO
მასშტაბური აფეთქება ბეირუთში  - VIDEO - PHOTO

ლიბანის დედაქალაქის ცენტრი მასშტაბურმა აფეთქებამ შეარყია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელი ბეირუთის თავზე გიგანტური სოკოს ფორმის ღრუბელი წარმოიქმნა. აფეთქების შედეგად, ასობით ადამიანი დაშავდა, ხოლო მინის ნამსხვრევებით და აივნების ნანგრევებით აფეთქების ადგილიდან მოშორებითაც არიან დაშავებულები. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მინიმუმ 10 ადამიანი. აფეთქების შედეგად დაზიანებულია ქალაქის ცენტრის თითქმის ყველა შენობა, მათ შორის ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საად ჰარირის სახლიც.

მასიური აფეთქების ხმა, ბეირუთიდან 240 კილომეტრით დაშორებულ კვიპროსში ისმოდა. აფეთქება პორტის ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობების საწყობია განთავსებული. უცნობია კონკრეტულად რამ გამოიწვია აფეთქება, ან რა ტიპის ასაფეთქებლები ინახებოდა საწყობში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system