თავში

მასკმა ჩიპების დეფიციტი პანდემიაში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს შეადარა

​მასკმა ჩიპების დეფიციტი პანდემიაში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს შეადარა
მასკმა ჩიპების დეფიციტი პანდემიაში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს შეადარა

მსოფლიოში მიკროელექტრონული ჩიპების ამჟამინდელი დეფიციტი პანდემიის დროს ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს ჰგავს, პრობლემა მოკლევადიანია, - ამის შესახებ Tesla–ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა "Twitter–ში" დაწერა.

”ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მომარაგების ჯაჭვია, განსაკუთრებით მიკროკონტროლერების ჩიპები. მსგავსი არაფერი მინახავს. დეფიციტის შიში აიძულებს ყველა კომპანიას, შეუკვეთოს ძალიან ბევრი - ეს ჰგავს ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს, მაგრამ ეპიკური მასშტაბით”, - განაცხადა ილონ მასკმა.

27 მაისს ცნობილი გახდა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla მიკროსქემების მწარმოებელი ქარხნის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system