თავში

მატარებელი, კატის გამო, სადგურიდან 2,5 საათით გვიან გავიდა - PHOTO - VIDEO

​მატარებელი, კატის გამო, სადგურიდან 2,5 საათით გვიან გავიდა
მატარებელი, კატის გამო, სადგურიდან 2,5 საათით გვიან გავიდა - PHOTO - VIDEO

ლონდონში სწრაფი მატარებლის გასვლა ორსაათნახევრით შეფერხდა. ამის მიზეზი მატარებლის სახურავზე ამძვრალი კატა იყო, რომელიც იქიდან ვერაფრით ვერ ჩამოიყვანეს.

ინციდენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში მოხდა. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები სახურავთან ძალიან ახლოს იყო და კატის იქიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ხელმძღვანელობა ვერც მატარებლის გამგზავრების გადაწყვეტილებას იღებდა, რადგან ცხოველი აუცილებლად დაიღუპებოდა. კატას კი სახურავიდან საკუთარი ნებით ჩამოსვლა არ სურდა!

შექმნილი გამოუვალი სიტუაციის გამო, მგზავრები სხვა მატარებლებში გადაანაწილეს. შეფერხებული მატარებელი ადგილიდან მხოლოდ ორსაათნახევრის შემდეგ დაიძრა.მანამდე კი მატარებლის ვაგონთან ნაგვის ბუნკერი მიაგორეს და კატა მის სახურავზე გადმოხტა.

რკინიგზის თანამშრომლების თქმით, მათ ხშირად შექმნიათ მსგავსი სიტუაცია ფრინველების გამო, თუცა, კატის შემთხვევა პირველად მოხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system