თავში

მათემატიკის მასწავლებელმა კაცი მოკლა და შეჭამა

მათემატიკის მასწავლებელმა კაცი მოკლა და შეჭამა
მათემატიკის მასწავლებელმა  კაცი მოკლა და შეჭამა

ბერლინის ჩრდილოეთით, პარკში,  მამაკაცის ძვლები იპოვეს, რის საფუძველზეც პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, რომელსაც სექსუალურ ძალადობასა და კანიბალიზმში ედება ბრალი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ძვლები 44 წლის მამაკაცს ეკუთვნოდა, რომელიც 2 თვის წინ გაუჩინარდა. მეძებარმა ძაღლმა პოლიცია 41 წლის მამაკაცის სახლთან მიიყვანა, რომელიც მათემატიკის მასწავლებელი აღმოჩნდა.

დაკარგული მამაკაცის ძვლები პარკში მოსეირნეებმა იპოვეს. პოლიციის თქმით, ძვლებს ხორცი ისე ჰქონდაშემოცლილი, რომ აშკარა კანიბალიზმზე მიუთითებდა.

სამართალდამცავების განცხადებით, ეჭვმიტანილი ინტერნეტში კანიბალიზმთან დაკავშირებულ საიტებს ათვალიერებდა.

თვითმხილველების განცხადებით, მსხვერპლი, რომელიც ინჟინერ-ელექტრიკოსი იყო, სახლიდან 5 ნოემბერს საღამოს გავიდა და მერე ის აღარავის უნახავს.

გერმანულმა მედიამ ეს შემთხვევა კანიბალიზმის კიდევ ერთ შემთხვევას შეადარა, რომელსაც 2006 წელს ჰქონდა ადგილი. ბოროტმოქმედი მსხვერპლს კანიბალიზმით დაინტერესებული ადამიანების ინტერნეტ-ჩათში შეხვდა, იგი მოკლა და მკვლელობა ვიდეოზე გადაიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system