თავში

მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გადმოვიდა

​მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გადმოვიდა
მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გადმოვიდა
© panagia-ierosolymitissa.blogspot.com

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა. წმინდა ცეცხლი საფლავზე ზუსტად 14:55 საათზე გადმოვიდა. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.

ახალ კარიბჭიდან იერუსალიმის აღგომის ტაძარში პოლიცია და იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენლები მხოლოდ იმ პირებს უშვებდნენ, რომლებიც კორონავირუსზე არიან ვაქცინირებულნი. მათ, ვისაც არ აქვს კონავირუსის საწრინააღმდეგო აცრა გაკეთებული, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე მოუხდათ დარჩენა. 

მორწმუნეთა აზრით, მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლის ღვთაებრივი ნიშანია და ის გარდამოსვლიდან 10-15 წუთის განმავლობაში არ წვავს. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ, რათა საკუთარ თავზე შეიგრძნონ სასწაული.

ისტორიული წყაროები მოწმობს და იერუსალიმის თანამედროვე ცხოვრებაც ადასტურებს, რომ ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისათვის საჭიროა 3 აუცილებელი პირობა. პირველი, ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით. მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა. მოღვაწე ბერებით სახელგანთქმული უძველესი მონასტრიდან იუდეის უდაბნოს მხოლოდ საბა განწმენდილის ლავრა შემორჩა. საბაწმიდელ ბერებს ტაძარში მოაქვთ ისიქასტური ლოცვის შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ადამიანთა გულებში საიდუმლოდ აღანთებს „გონიერ“ ღვთაებრივ ცეცხლს. დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი - მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

მართლმადიდებელი ქრისტიანების რწმენით, მადლმოსილი ცეცხლი მოწოდებაა სინანულისკენ. ამით უფალი მთელ კაცობიობასა და თითოეულ ადამიანს გადარჩენის კიდევ ერთ შესაძლებლობას ანიჭებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system