თავში

მავრიტანიაში მამაკაცმა თვითმფრინავი გაიტაცა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა- განახლებულია

მავრიტანიაში მამაკაცმა თვითმფრინავი გაიტაცა და მისი აფე
მავრიტანიაში მამაკაცმა თვითმფრინავი გაიტაცა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა- განახლებულია

დაუდგენელი პირი, რომელის მავრიტანიის დედაქალაქის აეროპორტში, თვითმფრინავში შეიჭრა, დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, მამაკაცი აშშ-ის მოქალაქეა.

-16:27-მავრიტანიის დედაქალაქის აეროპორტში დაუდგენელმა პირი თვითმფრინავში შეიჭრა. ბორტზე მგზავრები არ იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Al Arabia ავრცელებს.

ამჟამად, გამტაცებლის მოთხოვნები ჯერჯერობით უცნობია, მისი ვინაობა დადგენილი არ არის. ძალოვნებს ის ინგლისურად ესაუბრება.

მამაკაცი თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრება, თუ უსაფრთხოების ძალები მის დაკავებას ეცდებიან.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი მავრიტანიის ხელისუფლებას "კომპენსაციას სთხოვს", თუმცა უცნობია, კონკრეტულად რაზეა საუბარი. ადგილზე მავრიტანიის უსაფრთხოების ძალებია მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system