თავში

მდინარე განგიდან 96 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

​მდინარე განგიდან 96 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
მდინარე განგიდან 96 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ინდოეთის უტარ პრადეშის და ბიჰარის შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მდინარე განგიდან 96 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდინარეში დაახლოებით 100 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ისინი კორონავირუსით გარდაიცვალნენ. ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრით, განგში სხეულების გადაყრის მიზეზი ინდოეთში COVID-19 შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის ფონზე კრემაციის მაღალი ღირებულებაა, რის გამოც გარდაცვლილების ახლობლები გარდაცვლილებს მდინარეში ყრიან.

ქვეყნის ხელისუფლებამ მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ მიცვალებულთა გვამების განგში გადაყრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system