თავში

მძღოლმა ბავშვებს თოვლის გუნდის გამო ცეცხლი გაუხსნა

​მძღოლმა ბავშვებს თოვლის გუნდის გამო ცეცხლი გაუხსნა
მძღოლმა ბავშვებს თოვლის გუნდის გამო ცეცხლი გაუხსნა

აშშ-ს ვისკონსინის შტატში, ქალაქ მილუოკიში ავტომობილის მძღოლმა 12 და 13 წლის ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა იმის გამო, რომ მათ მანქანას თოვლის გუნდა ესროლეს. გოგო და ბიჭი დაჭრილები არიან.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ბავშვები ავტომობილებს თოვლის გუნდებს ესროდნენ. ერთ-ერთი "Toyota-ს" მარკის მანქანას მოხვდა. მძღოლმა იარაღი ამოიღო და ბავშვებს ესროლა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს და გამოძიებას აწარმოებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system