თავში

მძიმე ეპიდსიტუაცია და"კორონავირუსის შტორმი" ინდოეთში

მძიმე ეპიდსიტუაცია და"კორონავირუსის შტორმი" ინდოეთში
მძიმე ეპიდსიტუაცია დაკორონავირუსის შტორმი ინდოეთში

ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ინფიცირების 349 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს რიცხვი ყველაზე მაღალი სტატისტიკაა, რაც ოდესმე დაფიქსირებულა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მოსახლეობას ვაქცინაციისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, ქვეყანა კორონავირუსის "შტორმს" ებრძვის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ვირუსოლოგების თქმით, ინდოეთში ასეთი მძიმე ეპიდსიტუაციაა, სავარაუდოდ, სწორედ კორონავირუსის ახალი, ინდური შტამის გაჩენამ გამოიწვია. ვითარებას ისიც ართულებს, ინდოეთის რეგიონების უმეტესობაში მოსახლეობა  მასობრივი თავშეყრის შეზღუდვის შესახებ კანონს არ ემორჩილება. ქვეყანაში მაინც ტარდება ,,კუმბხა მელას’’ ფესტივალი, რომლის მონაწილეთა რაოდენობა 150 მილიონს აღწევს. მდინარე განგაში მასობრივი განბანის რიტუალმა  ინდოეთი, შესაძლოა, ინფიცირების კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს.

სტატისტიკის თანახმად, ინდოეთში კორონავირუსის დიაგნოზით ყოველდღიურად დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანი იღუპება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ინდოეთს, ვითარების გართულებასთან დაკავშირებით,  დამატებით დახმარებას გაუწევს.

21 აპრილს, ინდოეთში, დასავლეთ ბენგალიის რეგიონში სპეციალისტებმა უკვე აღმოაჩინეს კორონავირუსის აქამდე უცნობი ვარიანტი, რომელიც ახალი ტიპის შტამია.

ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა კოვიდ-ინფიცირების რაოდენობების თვალსაზრისით. პანდემიის დაწყებიდან, დღემდე იქ 17,3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 195 ათასზე მეტი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system