თავში

მე-20 საუკუნეში ზღვის დონე რეკორდულად გაიზარდა

მე-20 საუკუნეში ზღვის დონე რეკორდულად გაიზარდა
მე-20 საუკუნეში ზღვის დონე რეკორდულად გაიზარდა

გასული საუკუნის განმავლობაში შეერთებული შტატების ატლანტის სანაპიროზე ზღვის დონე რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც 23 მარტს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

რატგერსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის კვლევებით დგინდება, რომ მე-20 საუკუნეში შესწავლილ უმრავლეს ტერიტორიაზე ზღვის დონის აწევის სიჩქარე ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ქრისტეს შობიდან 1800 წლამდე. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ნიუ-ჯერსის სამხრეთ ნაწილში, ზუსტად იქ სადაც რატგერსის უნივერსიტეტი მდებარეობს.

უნივერსიტეტის მეცნიერები მიზნად ისახავდნენ მომავალში ზღვის დონის ცვლილებების უფრო რეალისტური პროგნოზების გაკეთებას. ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ მათი მეთოდოლოგიით შესაძლებელია ზღვის დონის დინამიკის ანალიზი სხვა რეგიონებშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system