თავში

მე შესანიშნავად ვეწყობოდი პუტინს - ტრამპი

მე შესანიშნავად ვეწყობოდი პუტინს - ტრამპი
მე შესანიშნავად ვეწყობოდი პუტინს - ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთპსიმპათიის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ Altus Intel ავრცელებს.

"მე შესანიშნავად ვეწყობოდი პრეზიდენტ პუტინს, მე ის მომწონს და მასაც მოვწონვარ, ეს კარგია, ცუდი არ არის", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე ისაუბრა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ და დასძინა, რომ ამერიკამ რუსეთთან ბიზნესის კუთხით უნდა ითანამშრომლოს.

ცნობილია, რომ პრეზიდენტობის პერიოდში, ტრამპს ბრალი დასდეს რუსეთთან "შეთქმულებაში". პროკურორი რობერტ მიულერი ორი წლის განმავლობაში იძიებდა რუსეთის ჩარევას 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, რამაც ტრამპის პრეზიდენტობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system