თავში

მედია: ნიკოლ ფაშინიანი 31 დეკემბერს გადადგება

​მედია: ნიკოლ ფაშინიანი 31 დეკემბერს გადადგება
მედია: ნიკოლ ფაშინიანი 31 დეკემბერს გადადგება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საახალწლო მიმართვის დროს 31 დეკემბერს, შესაძლოა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადოს. ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით სომხური გაზეთი Hraparak წერს.

"31 დეკემბერს საახალწლო მიმართვის დროს ფაშინიანი გადადგომისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ განაცხადებს", - წერს გამოცემა.

გაზეთის ინფორმაციით, ამჟამად საარჩევნო კოდექსის რეფორმირება დაჩქარებული რეჟიმით იმართება. 

სომხეთის დედაქალაქში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 10 ნოემბრიდან იმართება, მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system