თავში

მედია: "ნისანისა“ და "რენოს“ ყოფილი უფროსი ყუთით გააპარეს

მედია: "ნისანისა“ და "რენოს“ ყოფილი უფროსი ყუთით გააპარეს
მედია: ნისანისა“ და რენოს“ ყოფილი უფროსი ყუთით გააპარეს

"ნისანისა“ და "რენოს“ ყოფილი უფროსი, კარლოს გონი ორმა ამერიკელმა ყუთით ფარულად გააპარა, რომელიც ოსაკაში კერძო თვითმფრინავში აიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Asahi ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 29 დეკემბერს გონი ტოკიოდან ოსაკაში მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელში აშშ-ს ორ მოქალაქესთან ერთად ჩაჯდა, რომლებიც იაპონიაში სპეციალურად ჩამოვიდნენ. სწორედ მათ მოათავსეს ის ყუთში, შემდეგ კი თვითმფრინავში, რომელიც სტამბულში ჩაფრინდა. იქიდან კი ბიზნესმენი ლიბანში გადავიდა.

ავტოკონცერნ „ნისანისა“ და „რენოს“ ყოფილი უფროსი, რომელსაც იაპონიაში ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ და ის ტოკიოში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, ლიბანში გაიქცა. ინტერპოლმა კარლოს გონიზე საერთშორისო ძებნა გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system