თავში

მედიამ "ყველაზე ვაქცინირებული" ქვეყანა დაასახელა

​მედიამ "ყველაზე ვაქცინირებული" ქვეყანა დაასახელა
მედიამ ყველაზე ვაქცინირებული ქვეყანა დაასახელა

არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიოში "ყველაზე ვაქცინირებული" ქვეყანა გახდა - იქ მოსახლეობის 72,1%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აქვს მიღებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, უკვე 15,5 მილიონი აცრაა ჩატარებული.

მეორე ადგილზეა სეიშელის კუნძულები, სადაც ვაქცინაციამ მოსახლეობის 71.7% - დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მოიცვა.

ცნობისთვის, მსოფლიოს 180 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 მილიარდზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system