თავში

მედიის ინფორმაციით, ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ აფრთხილებდა, ცოცხალია

​მედიის ინფორმაციით, ექიმი, რომელიც საზოგადოებას
მედიის ინფორმაციით, ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ აფრთხილებდა, ცოცხალია

ექიმი-ოფთალმოლოგი ქალაქ ვუჰანიდან, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ აფრთხილებდა არ მომკვდარა, ის ცოცხალია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური Global Times ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

"ჰოსპიტალის ინფორმაციით, მისი გული ადგილობრივი დროით 21.30 საათზე გაჩერდა. ამის შემდეგ მას ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის დახმარება აღმოუჩინეს", - წერს გამოცემა "ტვიტერში".

მოგვიანეთით საავადმყოფომ განცხადება გაავრცელა, სადაც ეს ინფორმაცია უარყო და დაადასტურა, რომ ექიმი გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინელი ექიმი, რომელიც კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა და ამის გამო მას პოლიცია აკონტროლებდა, კორონავირუსით გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 563-ს მიაღწია, დაავადებულია 28018 ადამიანი. 1152 პაციენტი კი უკვე განიკურნა და კლინიკები დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system