
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, შესაძლოა, „ვეგეტატიურ მდგომარეობაში“ იყოს. ამის შესახებ New York Post იაპონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი "ვეგეტატიურ მდგომარეობაში" გულზე გადატანილი ოპერაციის შემდგომ იმყოფება.
ამასთან, გამოცემა Daily Mail კიმ ჩენ ინის შესაძლო გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტო ჰონგ კონგის სატელიტური ტელევიზიის HKSTV-ის ვიცე-დირექტორი, შიჯიან ქსინგზას განცხადებას ეყრდნობა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია "სანდო წყაროზე დაყრდნობით" მიიღო.